
პაკისტანში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა - დაღუპულია 17 ადამიანი (ფოტო;ვიდეო)
ავიაკატასტროფა პაკისტანში - დაღუპულია 17 ადამიანი. მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც სასწავლო გაფრენას ახდენდა, საცხოვრებელს სახლებს დაეცა.
თვითმფრინავს ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 5 სამხედრო მოსამსახურე და 12 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
დაშავებულია სულ მცირე 15 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.
კომენტარი