
უკრაინელი პიანისტის ცოლმა არასრულწლოვანი შვილები დახოცა
უკრაინელი პიანისტის ცოლი საკუთარი შვილების მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
ვადიმ ხოლოდენკოს 31 წლის მეუღლეს, სოფია ციგანკოვას ბრალი ამერიკულმა პოლიციამ დასდო, რადგან ტრაგედია სწორედ აშშ-ში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ორი ქალიშვილი, 5 წლის ნიკი და ერთი წლის მიკელი დახოცა და თვითმკვლელობაც სცადა.
ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დამნაშავე ტერენტის რაიონის ციხეში გაამწესეს.
კომენტარი