
რუსეთმა კრამატორსკა დაბომბა - დაჭრილია 25 ადამიანი
რუსულმა არმიამ 5 მაისის ღამეს საჰაერო იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რა დროსაც დაიჭრა 25 სამოქალაქო პირი, მათგან 6-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, პაველ კირილენკო ამბობს, რომ დაზიანდა 9 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და რამდენიმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
"უკრაინის არმიასთან ბრძოლის უუნარო რუსული არმია აგრძელებს ბრძოლას ჩვენს მოქალაქეებთან. ეს რუსული არმიის მორიგი სამხედრო დანაშაულია ჩვენს მიწაზე. ყველაფერს ვაფიქსირებთ. ვერავინ გაექცევა სასჯელს!" - წერს კირილენკო ტელეგრამზე.
კომენტარი