
თვითმფრინავი პირდაპირ ეთერში აფეთქდა (ვიდეო)
შემთხვევა აშშ-ში, კანზასის შტატში, ყოველწლიური ავიაშოუს ჩვენების დროს, უამრავი მაყურებლის თვალწინ მოხდა: ერთ-ერთი პილოტისთვის, რომელიც უკვე 15 წელია, უმაღლესი პილოტაჟითაა დაკავებული და მისი ფრენის ხანგრძლივობა 23 ათასი საათია, „სპირალისებური მანევრი“ დამღუპველი აღმოჩნდა: თვითმფრინავი მიწას დაენარცხა, დაიმსხვრა და ცეცხლის ალში გაეხვია მაშინ, როცა მფრინავი კაბინიდან ამოსვლას აპირებდა. პილოტი დაიღუპა.
ვიდეო: AP
კომენტარი