
"კვარა" დღის გმირია - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი 2:0 დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვედეთი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გამართა.
მეტოქის კარში ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
კომენტარი