
შს სამინისტრომ ორი ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა(ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფლების მოედნის" მეტროსთან ორი ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით, ვიდეომასალა გაავრცელა . ვიდეომასალაზე ჩანს, როგორ მუშაობენ კრიმინილასიტები შემთხვევის ადგილზე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისს დილით, "თავისუფლების მოედნის" მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილ იქნა ორი მამაკაცის გვამი.
"წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან",-ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი