სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი რუსეთში, დაღუპულია 40-მდე ფსიქიურად დაავადებული ადამიანი

სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად, რამენსკოეში მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა უმრავლესობა კლინიკის პაციენტები იყვნენ. პოლიცია არ გამორიცხავს გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში ხანძრის დროს სულ 41 ადამიანი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გაჩენის ნამდვილი მიზეზი. თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100