
ლეონარდო დიკაპრიო გაცნობის საიტზეა დარეგისტრირებული
დაუჯერებელია, მაგრამ ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო გაცნობის საიტის მეშვეობით ეძებს გულისსწორს. ამერიკული გამოცემა სთარისთვის ცნობილი გახდა, რომ დიკაპრიო აპლიკაცია Tinder-ის აქტიური მომხმარებელია.
„ლეონარდო ჯერ არ ყოფილა პაემანზე ინტერნეტში გაცნობილ ქალბატონთან, თუმცა ის აღმერთებს Tinder-ში გოგონების ფოტოების თვალიერებას.“ - განაცხადა მსახიობის მეგობარმა სთართან საუბრისას.
გამოცემამ გაარკვია ისიც, რომ დიკაპრიო დარეგისტრირებულია ნიკით ლეონარდ, თუმცა მესიჯებისგან ჯერ თავს იკავებს.
კომენტარი