
პარლამენტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ერთხმად დაუჭირა მხარი
პარლამენტმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.
შესაბამისი დადგენილება პლენარულ სხდომაზე 96- ხმით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
კომენტარი