
ღარიბაშვილის გამოსვლა გერმანიის კანცლერთან და უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე
''მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან და უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს “აღმოსავლეთ პარტნიორობით” გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით.
“27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი