
თბილისში 30 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა
უბედური შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე - 30 წლის მამაკაცი გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა - იგეგმება ოპერაციის ჩატარება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი