
საქართველოში კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 662 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 926 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 563 530, გარდაიცვალა 8 575 პაციენტი.
კომენტარი