სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩს მადლობა გადაუხადა

დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰოვჰანეს მანუკიანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჰოვჰანეს მანუკიანს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100