„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო
”ჰით ბათუმი 2015” პროექტი გრძელდება და ყოველთვის მზადაა დასვენების პარალელურად საუკეთესო და გასართობი ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ავტორებმა უფროსების გარდა, პატარებზეც იზრუნეს და 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე ზღვისპირა ქალაქში „საბავშვო დღეები“ გაიმართება. ბათუმის კოლონადები, ბულვარი და ქალაქის ქუჩები საბავშვო სპექტაკლებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაეთმობა.
„ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში „საბავშვო დღეები“ დაიწყო. იმდენი ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი შემოგვეხვია გარს, რომ გუშინ ყველანი საოცრებათა ქვეყანაში აღმოვჩნდით. ცეკვა, სიმღერა, თამაში, ვიქტორინა... პატარებს წინ დაუვიწყარი დღეები ელით! აქ ყოველდღე რაღაც ხდება!
საბავშვო პროგრამა მრავალფეროვანია და საკმაოდ საინტერესო წარმოდგენებსა და კონცერტებს მოიცავს: ბასტი ბუბუს, სტუდია ლიპოპოსა და ჯაზ ბენდის კონცერტი, მიუზიკლები: „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“, „ბურატინოს თავგადასავალი“ და „მაუგლი“, თითების თეატრი გამართავს სპექტაკლის პრემიერას „ქეი და ჰერდას თავგადასავალი“. მოხდება ქუჩებში ყველსათვის საყვარელი ზღაპრის გმირების მსვლელობა, მოეწყობა ცეცხლოვანი, ფეერვერკ და ნეონ შოუები, საბავშვო დღეები საბავშვო დღეები ასევე მოიცავს დისნეი ლენდის პროგრამას, იქნება კონკურსები, ვიქტორინა: რა? სად? როდის?
გარდა ამისა, 28 ივლისს კოკა-კოლას ორგანიზებით გაიხსნება „ფანტა ლავ ლენდი“, რომელიც 2 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს იქნება მოცულობითი ერთკვირიანი აქტივობა, უამრავი საჩუქრებით, ფრანებითა და შოუ პროგრამით.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი