„ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკურ კრიზისზე კიდევ ერთხელ საუბრობს
,,ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე კიდევ ერთხელ საუბრობს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა.
,,საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაშინ როდესაც დაგეგმილი იყო წლიური 7, 50%-8%-იანი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი დაეცა 5%-მდე, ნოემბერში 3%-მდე, დეკემბერში მივიღეთ -1%, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი შარშანდელთან შემცირდა", _განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცუდი ტენდენციაა.
ჯაფარიძის განაცადებით, ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირების მიზეზი ხელისუფლების არასწორი და უპასუხისმგებლო რიტორიკაა.
კომენტარი