სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.
მისივე განმარტებით, სხდომაზე განიხილეს ასევე ისეთი საკითხები, რომელიც საეკლესიო ყოფას შეეხება.

"გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვხატოთ მადლიერება და კეთილგანწყობა პატრიარქის მიმართ და აღვნიშნოთ მისი საიუბილეო თარიღები", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდონმა.

ამასთან, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე დაისვა ასევე აფხაზეთში დაღუპული მამა ანდრიას კანონიზაციის საკითხი. არსებული ცნობით, მისი წმინდანად შერაცხის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის.

წმინდა სინოდის განჩინებას საზოგადოებას უახლოეს საათებში პატრიარქის მდივანი გააცნობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100