საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით ახალი მოძრაობა „საქართველო თამბაქოს კვამლის გარეშე“ დაფუძნდება
საქართველოში, ყოველწლიურად, 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე" აღინიშნება, რომლის მიზანს თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ღონისძიება 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის: თელავის ქუჩა 20) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით
გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა
პრიორიტეტული თემა ეძღვნება. წელს ამ დღესთან
დაკავშირებით, საფუძველი ჩაეყრება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას „საქართველო თამბაქოს
კვამლის გარეშე“. მოძრაობას, რომელსაც მრავალი ცნობილი ადამიანი უერთდება, ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს
ჯანსაღი მომავლისთვის და თავადაც შემოუერთდეს კამპანიას.
ღონისძებაზე 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაციაც
გაიმართება. კერძოდ, მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატება ახალი კომპონენტი
„თამბაქოს კონტროლი“. აღნიშნულ კომპონენტში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ინფორმაცია როგორც
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ
კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ
მოწევას თავი.
ცნობისათვის, კანონდარღვევის ფაქტის
დასაფიქსირებლად პირს შეუძლია მიმართოს 112-ს, კიდევ უფრო მარტივია გამოიყენოს მობილური
აპლიკაცია, რომელსაც აქვს როგორც ზარის განხორციელების,
ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში,
ის უკავშირდება ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). მაგრამ თუ სურს დარჩეს
ანონიმური, ამის შესახებ აცნობებს ოპერატორს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის,
112-ის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების,
სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.
თამბაქოს მომხარება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი
პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს
კლავს, მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის)
გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში
პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და
სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური
მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო
სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და
სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების
შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს
მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს
3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის
სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.
კომენტარი