სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოლუმბიაში სამი გეი სამოქალაქო ქორწინება გაფორმდა

გასულ წელს კოლუმბიაში ერთსქესიანთა ქორწინების კანონი ძალაში შევიდა. მას შემდეგ ჰომოსექსუალ წყვილებს შეუძლიათ სამოქალაქო ქორწინების გაფორმება. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გეი ტრიომ სურვილი გამოთქვა, რომ მათი ერთობლივი ქორწინება დაუშვან, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და სურთ, რომ ოჯახი შექმნან, როგორც სამმა მეუღლემ.

ქორწინება მართლაც დაკანონდა.

მსახიობი ვიქტორ ჰიუგო პრადა, რომელიც გეი ტრიოდან ერთ-ერთია, ამბობს, რომ მისი ორივე პარტნიორი თანაბრად უყვარს და არ სურს, მხოლოდ ერთთან ჰქონდეს სამოქალაქო ქორწინება გაფორმებული.

ადვოკატი და ჰომოსექსუათა უფლებები დამცველი რინკონ პერფეტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიაში გეი ტრიო პირველი შემთხვევა არაა, თუმცა სამს შორის სამოქალაქო ქორწინების პრეცედენტი მანამდე არ არსებობდა და ისინი პირველები აღმოჩნდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100