თბილისში ერთდროულად Express Bank-ის 5 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
თბილისი, 22 აპრილი, 2015 – Express Bank-ი განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას ქვეყნის მასშტაბით და თბილისში ერთდროულად 5 ახალი სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express Bank-ი მომხმარებელს შემდეგ მისამართებზე მოემსახურება: გლდანი, ნაკვეთი16/030, ნაძალადევი ქვიშხეთის ქ. N1, ავლაბარი დუშეთის ქ. 30/10, სიმონ კანდელაკის ქ. N7 და ი.ჭავჭავაძის გამზ. N30. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.
სადღეისოდ, ქვეყნის მასშტაბით უკვე 89 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge
###
Express Bank-ის შესახებ:
Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი იდეალურია ბანკთან ურთიერთობის დასაწყებად და საბანკო ისტორიის შესაქმნელად. Express Bank-ში სრულდება მარტივი საბანკო ოპერაციები და თითოეულ კატეგორიაში მომხმარებელს მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. მომხმარებელი მარტივად ხსნის და შეაქვს ფული ანაბარსა და ანგარიშზე, ზედმეტი პროცედურების გარეშე იღებს სესხს და ასეთივე სიმარტივით სარგებლობს ბანკის სხვა მომსახურებითაც. წელიწადში 365 დღე, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, მომხმარებელს მარტივად შეუძლია Express Bank-ის სერვისცენტრებში საბანკო ოპერაციების ელექტრონულად შესრულება, ბანკომატის, გადახდისა და ინტერნეტბანკის აპარატების მეშვეობით. Express Bank-ი ყველაზე წარმატებული და მზარდი ქსელია საცალო საბანკო მომსახურების ბაზარზე. ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით გახსნილია Express Bank-ის 100-მდე სერვისცენტრი და დამონტაჟებულია 2,300-მდე Express Bank-ის გადახდის აპარატი. Express Bank-ის მომსახურებით უკვე ნახევარმილიონ მომხმარებელზე მეტი სარგებლობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.expressbank.ge
კომენტარი