მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა
მარტყოფში, საზოგადოებრვი ცენტრის შენობაში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაზიანებულია შენობის მინები და ტექნიკა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. წყარო:მთავარი არხი
კომენტარი