სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინის მიმართ რუსების ნდობის დონე აგრძელებს ზრდას - რუსული მედია

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, თუ როგორია რუსეთის მოსახლეობაში პრეზიდენტ პუტინის მიმართ ნდობა. როგორც რუსული მედია TASS წერს, მის მიმართ მოქალაქეების ნდობის დონე კვირაში კიდევ 0,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 81% შეადგინა. რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1 600 რესპონდენტი. „პირდაპირ კითხვაზე ვლადიმერ პუტინისადმი ნდობის შესახებ, გამოკითხულთა 81%-მა უპასუხა დადებითად“ - ნათქვამია კვლევის ცენტრის განცხადებაში. 51,8% და 52,4% დადებითად აფასებს, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის მთავრობის მუშაობას. მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს მიხეილ მიშუსტინს ნდობა გამოუცხადა 63,1%-მა. პარტია „ერთიანი რუსეთის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 41%-ა, „კომუნისტური პარტიის“ - 11,2%, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ - 8,5%. გამოკითხულთა 41,1%-მა განაცხადა, რომ ენდობა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100