სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს სამშობლოში გადმოასვენებენ

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვალერიან ხუჯაძის, სამშობლოში გადმოსვენების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, ქართველი სამხედრო, ვალერიან ხუჯაძე, პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სერჟანტი ხუჯაძე 31 ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100