18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
საქმიან სფეროში მოსალოდნელია შეფერხებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით კონფლიქტებს და ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას.
კურო
შესაძლოა დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ გონივრუად იმოქმედებთ შეძლებთ კომპრომისის საფუძველზე თქვენს ოპონენტთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას.
ტყუპები
მოუსმინეთ შინაგან ხმას, მეტი დრო დაუთმეთ თქვენი საქმიანი გეგმების განხილვას, აქცენტები გააკეთეთ სამომავლო მიზნების პრაქტიკულ მხარეზე.
კირჩხიბი
შეამცირეთ აქტიურობის ტემპი, ახლა თქვენი შრომა არ იქნება ადრინდელივით პროდუქტიული, გამოიყენეთ ეს დრო სულიერი პრაქტიკისთვის; ლოცვა, მედიტაცია და სხვა.. პირველ რიგში კი გათავისუფლდით ყოველგვარი ძველისგან.
ლომი
წარმატების ძიებისას, სიჩქარეში შესაძლოა ვერ შენიშნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენთვის მნიშნელოვანი სიტუაციის გართულებას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, თქვენი ენერგია მიმართეთ ურთიერთობების დალაგებისკენ.
ქალწული
შესაძლოა საკუთარ შიშებთან გამკლავება დაგჭირდეთ, თქვენი უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ საფრთხეს შეუქმნის თქვენს პროგრესს. იყავით მეტად გაბედული და თავდაჯერებული.
სასწორი
თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენი გონივრული ქმედებით თავი აარიდოთ სხვათა ინტრიგებს. სათქმელი აუცილებლად თქვით, ეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. კარგად დაფიქრდით რას გასცემთ და რას იღებთ სანაცვლოდ.
მორიელი
ნუ იქნებით რადიკალური და ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, მოვლენების დრამატიზება არ იქნება მომგებიანი. თუ ჭკვანურად მოიქცევით ბევრად სასიკეთოდ წარმართავთ ყველა სიტუაციას.
მშვილდოსანი
სჯობს გადადოთ რთული საქმეები და დაისვენოთ. თქვენი ფსიქოემოციური არასტაბილურობა ცუდად აისახება როგორც ურთიერთობაზე ასევე საქმიან სფეროზე.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. განაგრძეთ თქვენი გზა, ნუ შეგაშინებთ ის, თუ ვინ რას იტყვის, კრიზისი მალე გაივლის...
მერწყული
გააქტიურდება სოციალური საკითხები. შეჩერდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით თუ რამდენად სარგებლიანი და სიკეთის მომტანია თქვენი იდეები.
თევზები
თვალი გაუსწორეთ პრობლემებს და თქვენს წინაშე არსებულ რეალობას, ნუ მოირგებთ სირაქლემას პოზიციას. ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ.
კომენტარი