პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა საქმეების გადაწყვეტისას აჩქარება წამგებიანი გახდეს, მაგრამ თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და დიპლომატიურად იმოქმედებთ გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება.
კურო
შრომისმოყვარეობა და მონდომება ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ და ხელმძღვანელ პირთაგან საინტერესო, პერსპექტიულ წინადადებებსაც მიიღებთ.
ტყუპები
ნუ ჩაახედებთ თქვენს გეგმებში კოლეგებს, რადგან არის ალბათობა, მათ მიითვისონ და განახორციელონ თქვენი იდეები, ისე რომ თქვენ ჩრდილში აღმოჩნდებით.
კირჩხიბი
შესაძლოა დღეს გქონდეთ შეგრძნება, რომ ვიღაც გითვალთვალებთ და ჯიუტად ელოდება როდის დაუშვებთ შეცდომას, რათა გზა გადაგიჭრათ და პრიორიტეტულ პოზიციაში აღმოჩნდეს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
ლომი
შესაძლოა მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭირო გახდეს მცირედი ეშმაკობის გამოჩენა, ხანდახან ეს აუცილებელია, რათა შეინარჩუნოთ დადებითი, საქმიანი და ადამიანური ურთიერთობები. იმოქმედეთ არასტანდარტულად.
ქალწული
იმპულსურობა და ბრაზი არ მოგიტანთ სასურველ შედეგებს პრობლემების მოგვარების პროცესში. სასურველია იყოთ მეტად თავშეკავებული და გაურკვეველი სიტუაციების დალაგება სამომავლოდ გადადოთ.
სასწორი
იოლი არ იქნება, მაგრამ მატერიალური დაინტერესება სასიკეთო სტიმული იქნება იმისთვის, რომ დამატებითი საქმე დროულად და ხარისხიანად შეასრულოთ. შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩება.
მორიელი
კარგი იქნება თუ დღეს თავს შეიკავებთ ნებისმიერი ნეგატიური შეფასებისა და კრიტიკისაგან. ნურც თვითონ გაამახვილებთ ყურადღებას სხვებისგან თქვენი მისამართით გამოსროლილ ფრაზებზე და გაერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.
მშვილდოსანი
ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, მაგრამ ნურც ეცდებით ზემდგომ ორგანოებთან ან ხელმძღვანელებთან დაპირისპირებას, ნუ შეხვალთ მათთან კამათში, ეს შესაძლოა ცუდად აისახოს თქვენს კარიერულ ზრდაზე.
თხის რქა
თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შესაძლოა სერიოზულ გაუგებრობაში ამოყოთ თავი. ასეც ხდება ხოლმე, ყველას რაღაც ეშლება, თუმცა თავშეკავება, სიდინჯე და გონივრული გააზრება ყოველთვის მომგებიანია.
მერწყული
ნუ მოექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ და მოვალეობის შესრულების დროს საკუთარი შეხედულებებით იმოქმედეთ, თქვენ საკმარისი ძალა და გონიერება გაქვთ იმისათვის, რომ თავად გაუმკლავდეთ სერიოზულ ვალდებულებებს.
თევზები
შესაძლოა ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვარაუდობდით, ან მხედველობიდან გამოგრჩეთ რაიმე დეტალი, მაგრამ შეიძლება ეს კარგიც იყოს, დრო ყველაფერს ნათლად დაგანახებთ.
კომენტარი