სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 თვით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლომ კუპრავა დამნაშავედ ცნო

სასამართლომ კუპრავა დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. კუპრავას, რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს პატიმრობის 6 თვე უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ 3 თვეს გაატარებს.

საქმე ეხება თითქმის ერთი წლის წინ, სასამართლოს შენობაში მომხდარ ფაქტს. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რის გამოც ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100