სვასტიკებიანი გამოქვაბული, რომელსაც ნაცისტები ეძებდნენ, ყაბარდო-ბალყარეთში იპოვეს
ყაბარდო-ბალყარეთში, ბაკსანსკის რაიონის სოფელ ზაიუკოვოსთან ახლოს ნაპოვნია იდუმალი გამოქვაბული, რომელიც 80 მეტრის სიღრმისაა და მრავალი საიდუმლო ტალანი სერავს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მღვიმე ხელოვნური წარმოშობისაა. ამ მოსაზრებას ისინი იმით ასაბუთებენ, რომ გამოქვაბულში დამუშავებული ქვები და ბათქაშის ნარჩენებია ნაპოვნი.
არქელოგებმა ვიქტორ და მერი კოტლაროვებმა ყურადღება მოჩუქურთმებულ ქვებზე გამოსახულ ნაცისტურ სვასტიკაზე გაამახვილეს და მიიჩნიეს, რომ ეს სწორედ ის გამოქვაბულია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ეძებდნენ. თუმცა ცნობილია, რომ სახელოვანმა დივიზია ,,ედელვაისმა“ ამ ადგილამდე ვერ მიაღწია.
,,ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომის დროს ყაბარდო-ბალყარეთს ეწვია მისტიკური ორგანიზაცია ,,ანანერბე“ (,,წინაპრების მემკვიდრეობა“). ჰიტლერის საიდუმლო მისიიდან გამომდინარე, ორგანიზაცია წმინდა გრაალის თასს ეძებდა, რომელიც თითქოს კავკასიის ერთ-ერთ გამოქვაბულში ინახებოდა,“– განაცხადა ვიქტორ კოტლაროვმა.
კოტლაროვის თქმით, მთის წვერზე ამომავალი მაღარო შედგება ორი უზარმაზარი 579 44 39 88ქვის ფილებისგან, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად დევს, მათ შორის კი აკურატულად ჩაყრილია პატარა ზომის ქვები. ამ ფილების სიგრძე 134 სმ-ია, ხოლო სიგანე 43. ამ მასშტაბებიდან გამომდინარე, მათი გადაადგილება ყველას არ შეუძლია. შემდეგ კვადრატული მაღაროა, რომლის სიგრძე 16 მეტრია. შემდეგ კიდევ ორი გადასასვლელია და ათმეტრიანი მაღაროს ბოლოს უზარმაზარ, 36 მეტრი სიგრძის დარბაზში მოხვდებით. მისი ერთი კედელი ქვისგან სახელდახელოდ დამზადებული ე.წ. ბლოკითაა მოპირკეთებული.
მეცნიერების თქმით, ნაპოვნი მაღაროები ვენტილაციისთვის გამოიყენებოდა. კოტლიაროვის თქმით, უცხოელი გეოლოგებიც იმ აზრს იზიარებენ, რომ გამოქვაბული ხელოვნური წარმოშობისაა. ამას კი მართკუთხა ე.წ. ბლოკები, მაღაროში ნაპოვნი ბათქაშის ნარჩენები და მღვიმეებისთვის დამახასიათებელი ბზარების არარსებობაც ადასტურებს.
მკვლევარები აპირებენ, დამატებით შეისწავლონ გამოქვაბული და მისი წარმოშობის დეტალები და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული რეგიონი მეცნიერებისა და ტურისტების დაინტერესებას გამოიწვევს.
კომენტარი