8 გვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს შეიძლება სიბრალულის გამო კონკურენტებსაც კი დაეხმაროთ. მეტი დრო დაუთმეთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ პროცედურებს. თუ ექიმთან ვიზიტს აპირებთ, მემკვიდრეობით დაავადებებზეც მოუყევით.
კურო
განწყობას აგიმაღლებთ საჩუქარი, სტუმრების ვიზიტი, ახლობლების ზრუნვა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.
ტყუპი
კარგი დღე ელით პედაგოგ, ლინგვისტ და ჟურნალისტ ნიშნებს. გაგიმძაფრდებათ თამაშების, მიმოწერისა და თვალსაწიერის გაფართოების სურვილი.
კირჩხიბი
ენერგიული ხართ და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მკურნალობის, სწავლისა და დასვენებისთვის ფულის გადახდა. თავისუფალი დრო მოახმარეთ ჰობის, ახლობლების დახმარებას.
ლომი
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. ზედმეტად ნუ ჩაერევით ახლბლების ცხოვრებაში. მოერიდეთ ავანტიურულ პროექტებში ფულის დაბანდებას.
ქალწული
მეტად მგრძნობიარე და ინტუიციური გახდებით. შეიძლება ახალი მეგობარი ან თანამოაზრე გამოგიჩნდეთ. პარტნიორმა შეიძლება ორმაგი თამაში წამოიწყოს, მაგრამ თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ.
სასწორი
გეგმებს ყველას ნუ გაუმხელთ. თუ ახალი იდეა დაგებადათ, ჯერ ნაცნობ ექსპერტებთან გაიარეთ კონსულტაცია. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით.
მორიელი
იდეების განხორციელებაში პესიმიზმი, ცუდი განწყობა ან ფინანსური არასტაბილურობა შეგიშლით ხელთ. შემოიკრიბეთ ერთგული პარტნიორები, შეისწავლეთ და განიხილეთ პროქტები.
მშვილდოსანი
შეიძლება ის ვერ მიიღოთ, რისი იმედიც გქონდათ. გულს დაგიმშვიდებთ მიმოწერა, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა. შეიძლება სწავლის ან მოგზაურობის მიწვევა მიიღოთ.
თხის რქა
დიპლომატიური და გამჭრიახი ხართ და არ გაგიჭირდებათ კონკურენტებთან გამკლავება. მოერიდეთ ინტრიგებს და ეცადეთ, თქვენი ნიჭი მხოლოდ მშვიდობიანი მისიისთვის გამოიყენოთ.
მერწყული
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მკურნალობის, ტექნიკის და საყოფაცხოვრებო საკითხები. მუშაობისას ყურადღება მიქციეთ დეტალებს. პარტნიორული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.
თევზები
ჩამოყალიბდით, ვის შეიძლება ენდოთ და ვის გუნდში შეგიძლიათ გაწევრდეთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის ქცევას. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ ცვლილებებს.
კომენტარი