სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სექსი მამოძრავებელია, დედამიწა ბრუნავს იმ ღერძის გარშემო, რომელსაც ფალოსი ჰქვია“ - პაატა თედიაშვილის ბლიც ინტერვიუ „დრონი.ჯი“-სთან

მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, კოსტუმების მხატვარი და ექიმი - ამ ყველა პროფესიის მქონე, ერთ ადამიან, პაატა თედიაშვილია. თუმცა, განსაკუთრებით ცნობილი ერთი ფრაზის გამო გახდა: "უნდა შემოვიდე ამაღამ შენში". მრავალმხრივი ნიჭის მქონე პაატა ხალხურ სიმღერებს წლების განმალობაში მღეროდა, თუმცა აღიარება ერთმა ჩანაწერმა მოუტანა. ეს სიმღერა ხალხმა ჯერ აიტაცა, შემდეგ აკრიტიკეს, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ტექსტი ყველამ ზეპირად იცოდა. უკვე არაერთ გადაცემაში მიიწვიეს, "დრონი.ჯი"- კი გადაწყვიტა, შემსრულებელი სხვა კუთხით გაეცნო მკითხველისთვის:


ასაკი - 38

ჰობი - ბევრია, ხატვა, ლექსის წერა, ქორეოგრაფია, კოსტუმების შექმნა

საყვარელი საჭმელი - ხინკალი

საყვარელი სასმელი - მარტინი, ჯინ-ტონიკი, არაყი

როგორი გართობა მოგწონს - თავაშვებული (იცინის). გააჩნია სიტუაციას და სივრცეს, შეზღუდვები არ მაქვს. ზოგიერთ სიტუაციაში მოკრძალებული ვარ, თუმცა სასმელმა იცის გახსნა, იუმორი, სიმღერა და ცეკვა

როგორ რეაგირებ ჭორებზე - თავიდან განვიციდიდი, თუმცა ახლა უკვე სულ ერთია

ბოლო ჭორი შენს შესახებ - ჭორი არა, უფრო ქილიკი, აგრესია და განხილვებია

ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - თბილი, კომუნუკაბელური, შრომისმოყვარე და მგონი რაღაც წამიკითხავს

ადამიანში გაღიზიანებს - აღარაფერი არ მაღიზიანებს. უკვე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ადამიანი არასტაბილური ორგანიზმია და გარკვეულ სივრცესა და გარემოს შეიძლება არ ექვემდებარებოდეს

რისი გეშინია - ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის, გარდაცვალების

ბოლოს როდის იტირე - რომელიღაც ქართველმა ჩემპიონმა მოიგო და ემოციური იყო ძალიან

რის გამო შეგრცხვენია - ბევრი რაღაცის შეიძლება შემრცხვეს. დავუშვათ, კონკრეტულ სიტუაციაში თუ გადააჭარბა ჩემმა სითამამემ

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს - ქართველი ადამიანისთვის თითქმოს გენთან შეტუზული აღმოჩნდა ბოროტება. მომწონს ტრადიციები, რომლებიც შემოქმედებითია და ტრადიციები, რომლებიც უკავშირდება ოჯახში ძალადობასა და ძალის დემონსტრირებას, არა. როდესაც დათმობა სისუსტის ნიშნად ითვლება, ხოლო პასუხისგაცემა ძლიერების, ეს ტრადიცია ცუდია

ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში - ასეთი არ მქონია

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - არა, მეტი შემიძლია. მეტი დაფიქრებაა საჭირო, მეტი გაანალიზება. მე მერწყული ვარ და მერწყულები თავისი აზროვნებით უსწრებენ ხოლმე დროსა და სივრცეს. ხანდახან ჩემი სითამამე შეიძლება ცუდად აღიქმებოდეს, მაგრამ აკეთებს მაინც თავის საქმეს, თუ ცოტა გონიერება არის ამ ყველაფრში

გარეგნობაში თუ შეცვლიდი რამეს - არასდროს არ მიოცნებია მაღალ ფეხებზე. ვფიქრობ, რომ კადრის ესთეტიკა მაქვს და სცენაზე არ აღვიქმები ისე, რომ ამას სცენაზე რა უნდაო ფიქრობდნენ. ჩემთვის კადრია მთავარი და ის ემოცია რასაც კადრიდან გადმოსცემ



ყველაზე ახლო ადამიანები - ჩემი მეგობრები. სამწუხაროდ, ოჯახის წევრებთან არ ვარ ძალიან ახლოს. ჩვენ სუბორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ქვაკუთხედი ყალიბდებდა ხოლმე. მაგრამ გრძნობებზე, ემოციებსა და განცდებზე არ ვსაუბრობ ოჯახის წევრებთან

პირველი კოცნა - 4 წლის ვიყავი მეზობლის გოგოს რომ ვაკოცე. მოზრდილ ასაკში უკვე ბევრი იყო

ხარ თუ არა შეყვარებული ახლა - შეყვარებული არ ვარ ძალიან დიდი ხანია და არ ვამბობ, რომ ეს არის კარგი. მინდა, რომ მიყვარდეს. მიყვარს აღმოჩენების, აღტაცების მომენტები, თუმცა ბოლო დროს დეფიციტი მაქვს ამ ყველაფრის. ბოლოას, ალბათ, 5 წლის უკან მიყვარდა

სიყვარული თუ სექსი - სექსი მამოძრავებელია. დედამიწა ბრუნავს იმ ღერძის გარშემო, რომელსაც ფალოსი ჰქვია. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სექსი ადამიანის წარმატებაში, კარიერაში. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ოჯახის სიმტკიცე მატერიალურ მხარეს უკავშირდება, თუმცა, როდესაც ოჯახში მოწესრიგებულია სექსი, ყველაფერი რიგზეა. მე ექიმი ვარ პროფესიით, თერაპევტი და ხშირად შევსულვარ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში, სადაც 5-6 შვილი ჰყავთ და მინახავს როგორ ტიროდა ქალი მეუღლის ჯანმრთელობის გამო. ეს არ მინახავს ბევრ შეძლებულ ოჯახში. როდესაც 6 შვილი გყავს, ასეთი გაჭირვება გაქვს და მიუხედავად ყველაფრისა განიცდი ქმრის ჯანმრთელობის მდგოამრეობას, ეს ნიშნავს, რომ იქ სექსი განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს და ყველაფერი კარგადაა

ქართველი სექსუალური ქალები - ქართველი ქალები არიან სექსუალურები, უბრალოდ უფრო ჩაცმულები, ვიდრე გახდილები. იშვიათადაა, რომ ისინი ვარჯიშობდნენ, სატრენაჟრო დარბაზებში დადიოდნენ, უვლიდნენ საკუთარ თავს და ა. შ. მაგალითად, ლია ელიავა არის ძალიან სექსუალური ჩემთვის. ის ქალები, რომელთაც გარეგნობასთან ერთად, ინტელექტის კოეფიციენტიც აქვთ. ახალი თაობიდან ქეთა თოფურია. სექსუალურობა კიდევ სხვა ნიჭია

ფიზიკურად როგორი ქალები მოგწონს - იყო დრო, როდესაც მოდელის ტიპის ქალები მომწონდა. მაგრამ ბოლო დროს, განათლებული ქალები მომწონს. შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ გარეგნობაში საინტერესო შტრიხები ჰქონდეს

თვისებები, რომელიც სასურველ ქალს უნდა ჰქონდეს - სიკეთე, ხელგაშლილობა, ქველმოქმედება, გულისხმიერება ადამიანების მიმართ

უახლოესი გეგმები - ძალიან ბევრი იდეა და განცდა მაქვს, რომლის განხორციელებაც მინდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება თამამი ნაბიჯები და მზად უნდა ვიყო, რომ შემდეგ მოვინელო. ვფიქრობ, რომ ამით გადმოვცემ იმ ემოციასა და სათქმელს, რისი თქმაც მინდა. ხელოვანი უნდა იყოს თავისუფალი. როდესაც ხალხი ცხილობს ხელოვანი ადამიანის ჩარჩოში მოქცევას, ეს არის ტრაგედია. ყველა ხელოვანს უნდა შეეძლოს, რომ დაამსხვრიოს ბარიერები, რასაც საზოგადოება უქმნის. ჩვენი ქვეყანა ძალიან შეჭიდებულია ტრადიციებთან და რელიგიასთან, ამ ყველაფერმა კი ბოლო დროს ძალიან ცუდი სახე მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100