სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულში 24 წლის ქალმა 26 წლის მამაკაცი დაჭრა - შემთხვევა სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე მოხდა

მარნეულში, სოფელ თექალოში 24 წლის ქალმა 26 წლის მამაკაცი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სექსუალური ძალადობის მცდელობის ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ქალმა მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100