"ქეი-ეს-ბი" საკრედიტო ბარათის ყველაზე მაღალ პროცენტად გთავაზობთ
52 წლის ავტომანქანის ნაწილებით მოვაჭრე ავთო 2 თვეა რაც "ქეი-ეს-ბი" ბანკის საკრედიტო ბარათის მფლობელია და უკვე ნანობს, რომ ბანკის მიერ შემოთავაზებულ ხრიკს დასთანხმდა.
როგორც „პრესა.ჯი“-ს რესპოდენტმა უთხრა, ბანკმა საკრედიტო ბარათ „next”-ზე 2000 ლარის საკრედიტო ლიმიტი დაუმტკიცა. ბანკთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული თანხა ავთომ 1 წლის ვადაში უნდა დაფაროს.
კლენტი უკმაყოფილოა, რომ ყოველ თვე გადასახდელი ძირითადი მოხმარებული თანხის 5% -ს იხდის. მითუმეტეს რომ ეს 100 ლარი არ აკლდება მთლიანი ვალის ძირს.
„ამას გარდა ვიხდი ყველაზე მაღალ წლიურ პროცენტს - 29%, რაც ყოველ თვე გამოდის 48 ლარი, პლიუს საკომისიო 35 ლარი და განაღდების 3%(60 ლარი, რაც წლის ბოლოს დასაბრუნებელ მთლიან თანხას აკლდება), ძალიან ვნანობ, რომ ბანკის ხაფანგში გავები, რასაც ქვია გავიყიდე, რასაც ვშოულობ ბანკს ვაძლევ“.- აცხადებს მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს რედაქციას იმიტომ დაუკავშირდა, რომ სხვებიც არ „დააგოიმოს"ქეი-ეს-ბი"-მ“.
"ქეი-ეს-ბი"-ს პროცენტის მიხედვით, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდის 154.36%, რაც დამეთანხმებით სხვა ბანკებთან შედარებით საკმაოდ ძვირია.
„პრესა.ჯი“ შეეცადა გაერკვია აპირებს თუ არა ბანკი საკრედიტო პოლიტიკის გადახედვას და ამ კითხვით „კორ სტანდარტ ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან რთიერთობის სამსახრის უფროსს ნანა აბურჯანიძეს დაუკავშირდა.
ბანკის პიარის თქმით, ის ჟურნალსიტებთან „მეილის მეშვეობით კონტაქტობს“.
„გამოაგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“,- თქვა მან.
პ.ს : „პრესა.ჯი“„next”“ ბარათის პირობებს გთავაზობთ, რომ თვითონ გადაწყვიტოთ ღირს თუ არა "ქეი-ეს-ბი"-სთან ურთიერთობა.
საშეღავათო პერიოდი 55 დღე
- ნომინალური საპროცენტო განაკვეთი - 29% (ლარში);
- საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - მინ. 200. მაქს. 5000;
- წლიური მომსახურების საკომისიო - 35;
- ყოველთვიური მინიმალური შენატანი - მოხმარებული თანხის 5%;
- განაღდების საკომისიო - "ქეი-ეს-ბი" ბანკის ბანკომატიდან 3%;
მოცემული პირობების გათვალისწინებით განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. დაუშვათ
გაითვალისწინეთ, რომ გადახდის ერთი დღით დაგვიანების ან თუნდაც ერთი თეთრის არ გადახდის შემთხვევაში ჯარიმა არის 15$-ის ექვივალენტი ლარში.
კომენტარი