ნაცმოძრაობა ეჭვის თვალით უყურებს შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა ეჭვის თვალით უყურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილია წინა ხელისუფლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
„ საერთოდ რითია დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან საინტერესოა. მათ რამოდენიმე დღის წინ დაანონსეს, რომ ტერორისტები დააკავეს მიიყვანეს სასამართლოში და იქ ტერორიზმის მუხლი არ არის. დაკავებულებს იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. დღეს ეს თემა წამოწიეს, ვნახოთ როგორ დასრულდება გამოძიება, საერთოდ ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგას შს სამინისტროს მიქმედებები. „-განაცხადა გიორგი ვაშაძემ
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრო ირწმუნება, ღარიბაშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ სამალავში ფეთქებადი ნივთიერებები, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე, ადამიანების წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივი აღმოაჩინეს.
“სამეგრელოში მდებარე მიწისქვეშა სამალავებში ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში”,- აღნიშნული განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
კომენტარი