ნოღაიდელი ოქრუაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა?
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ერთკვირიანი ვიზიტით ამჯერად არა დედა რუსეთში, არამედ ევროპაში გაემგზავრა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ვიზიტების მიზანი ქართულ დიასპორასთან შეხვედრა და კოორდინირებული ერთობის შექმნის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაა. ნოღაიდელის პრესსამსახური არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებს ეწვევა მათი ლიდერი. ასევე არც იმას, თუ ვისთან აპირებს ნოღაიდელი შეხვედრების გამართვას. იმ პირთა ვინაობა, ვისთანაც ის შეხვედრებს გეგმავს, სასტიკად გასაიდუმლოებულია. "ვიზიტის დასრულების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც გამართულ შეხვედრებზე ისაუბრებს. იგი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ეწვევა", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
ფდსფდსფდსფ
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერი ყოფილ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილთან გეგმავს შეხვედრას და მისი ევროპაში გამგზავრების ძირითადი მიზეზიც ესაა. "დრონი.ჯი" -სთან მოძრაობის პრეს–სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. "ნამდვილად არ ვიცი, აპირებს თუ არა, ბატონი ზურაბი ოქრუაშვილთან შეხვედრას", - განგვიცხადა მან.

როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ნოღაიდელს "ოქროს" "ქართულ პარტიასთან" გაერთიანება სურს და ამიტომაც უტალახებს მას პარიზულ ეზო-კარს. თუ "ეროვნული საბჭოს" ლიდერებს გვერდით დაყენებისთვის თავის დროზე 4 000 დოლარს დაჰპირდა და მათაც გვერდით დაიყენეს (შეგახსენებთ, ნოღაიდელმა ისინი "გადააგდო" და პირში ჩალაგამოვლებულმა ძიძიგურ-დავითაშვილმა "დაღლილი ვირი" საბჭოს რიგებიდან ამიტომაც გარიცხეს), "ოქროს" გაცილებით სოლიდურ თანხებზე უთანხმდება, თუმცა, ჯერჯერობით, სავარაუდოდ, ვერა და ვერ მოხიბლა და დაიყოლია ხისტი ოქრუაშვილიო. ამბობენ, "ეროვნული საბჭოსგან" განსხვავებით ოქრუაშვილის "ქართულ პარტიას" დამფინანსებლები და ფული ნამდვილად არ აკლიათო. იმასაც ამბობენ, ოქრუაშვილი "ქართული პარტიის" ერთპიროვნული ლიდერი რომ იყოს, ნოღაიდელს კიდევ შეიძლებოდა "დაეკერაო".

ნოღაიდელის "ქართულ პარტიაში" გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგი თურმე პარტის სხვა ლიდერები არიან. ამას წინათ კიდევაც განაცხადა გუნცაძემ, რა ნოღაიდელი, რის ნოღაიდელი, მისთვის "ქართული პარტიის" კარი დახურულიაო. როგორც ჩანს, გუნცაძემ ზუსტად იცის ნოღაიდელის ამბავი, ზამთარში თოვლს რომ არ გასესხებს და უნდა ახლა ის პარტიაში? ისე გადააგდო "ეროვნული საბჭო", თავისი პარტაქტივი და თავმჯდომარეები, თვალიც არ დაუხამხამებია, ვალებიც კი დაადო მათ და "ქართულ პარტიას" რას გაუჩალიჩებს, კაცმა არ იცის. მე შენ გეტყვი და ერასტისი მოერიდება. ჰოდა, იცის ეს გუნცაძემ და რას ერჩით.
ფდსფდსფდსფ
ასეა თუ ისე, ცდა ბედის მონახევრეაო, "დაღლილი ვირიც" ფარ-ხმალს არ ყრის და "ოქროს" პარიზული მამულების ატალახებას ჯიუტად განაგრძობს.
ასეა თუ ისე, ცდა ბედის მონახევრეაო, "დაღლილი ვირიც" ფარ-ხმალს არ ყრის და "ოქროს" პარიზული მამულების ატალახებას ჯიუტად განაგრძობს.
ისე, ნოღაიდელის გამგზავრებამდე "ოქროსთან" სათათბიროდ მისი თანაგუნდელები გაემგზავრნენ და არც ის არის გამორიცხული, რომ მათი საუბრის ერთ-ერთი თემა "ქართულ პარტიაში" "დაღლილი ვირის" გაერთიანება ყოფილიყო. აუხდება თუ არა "დაღლილ ვირს" ოცნება, ანუ შეძლებს თუ არა ოქრუაშვილის დაყოლიებას და ვიხილავთ თუ არა მას "ქართული პარტიის" გვერდით, ამას დრო გვიჩვენებს, ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული ხომ არც არაფერია.
კომენტარი