სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძე: შეთანხმება მიღწეულია - საქართველოს ექნება ბიზნეს დავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი. ეს ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს

არჩილ თალაკვაძე:

„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც ოპონენტები - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ჩვენ მიმართ აჟღერებს იმ ბრალდებებს, და ეს არის ოთხი თემა, სადაც ამ გუნდმა განიცადა ყველაზე დიდი კრახი მმართველობის დროს. ეს არის ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლება. ვნახოთ მათ მიერ მართული მედია, მათი სპიკრები, მათი პოლიტიკოსები - ყველაზე მეტი საუბარი მიდის ამ ოთხ თემაზე და ყველაზე ხშირად იმ თემებზე, რაც მათ დროს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

ერთი შეკითხვა მექნება ბატონ გოკასთან - თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს და გჯერა მისი მონაყოლის ხომ? ზაზა ოქუაშვილმა ამავე გამოსვლაში ასევე ისაუბრა რომ თქვენი პარტია „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. ამას ეთანხმებით?“

ზაზა ოქუაშვილი როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს სახელმწიფოს დავალიანება, ამის შემდეგ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

თალაკვაძის მტკიცებით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმით მოქმედებს.

"უიშვიათეს გამონაკლისთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანს აქვს სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონიანი დავალიანება, ასევე აქვს კერძო სექტორთან, კონკრეტულ ბანკთან-"საქართველოს ბანკთან" 80 მილიონიანი დავალიანება, ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს ადამიანი როდესაც ვერ ნახულობს გზას როგორ არ გადაუხადოს გადასახადები სახელმწიფოს, როგორ არ გადაუხადოს გადასახადები ბანკს, ამის შემდეგ ის უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. ის ეუბნება, თუ შენ ამ სერიალებს გამოაქვეყნებ ყოველდღე, ამას მისცემ კამპანიის სახეს, ბრალს დასდებ ადამიანებს, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან, მე შენ ამ ვალებს გაპატიებ,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100