მამაკაცის სექსუალური სიძლიერის კრიტერიუმი
პოლიტიკაში მრავალი ტერმინია შესული მედიცინიდან. მედიცინაში კი ერთადერთი ტერმინია პოლიტიკიდან. ეს გახლავთ „კულიჯის ფენომენი“.
ჯონ კალვინ კულიჯი ამერიკის პრეზიდენტი გახლდათ. პატივსაცემი პიროვნება იყო და ამერიკული ეკონომიკის განვითარენაში დიდი გარდამქმნელის სახელით მოიხსენიება.
ერთხელ ის მეუღლესთან ერთად ათვალიერებდა ქათმების ფერმას. გრეისმა, კულიჯის ცოლმა, ჰკითხა ფერმის მეპატრონეებს, თუ რამდენჯერ პეპლავს მათი მამალი ქათმებს. როდესაც პასუხად მიუგეს, რომ – ათჯერ, – კალვინს გადაეცით ეს ამბავიო – მიანიშნა ქალბატონმა ქმარზე. მაშინ კულიჯი დაეკითხა ფერმერებს: „ათივეჯერ ერთსა და იმავე ქათამს პეპლავს?“ „არა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ქათამს!“ მიუგეს ფერმერებმა. „გადაეცით გრეისს ეს ამბავი!“ – ნიშნი მოუგო ცოლს პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ „კულიჯის ეფექტი“ ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში ეწოდება ფენომენს, როდესაც მამრი ინარჩუნებს მაღალ სექსუალურ აქტივობას სულ ახალსა და ახალ მდედრთან.
ეს ეფექტი დადასტურებულია პრაქტიკულად ყოველ ცოცხალ არსებასთან და, ამასთანავე, ყოველ ჯიშსა და სახეობას გააჩნია ზღვრული რაოდენობრივი კოეფიციენტები.
მაგალითად, ზემოთ უკვე მოხსენიებული მამალი ფრიად ვნებიანი არსებაა და შეუძლია 60–მდე დედალს მოემსახუროს. მაგრამ ერთსა და იმავე დედალთან დღის განმავლობაში მას არ შეუძლია 5–გზის დაპეპვლაზე მეტის ჩატარება. 5 დაპეპვლის შემდეგ ის ყოველგვარ ინტერესს კარგავს ამ დედლის მიმართ, მაგრამ თუ ამ დროს სხვა დედალთან მიუშვებენ, კვლავინდებური ჟინით აგრძელებს თავის სექსუალურ აქტივობას. ამ მოვლენას „კულიჯის ეფექტის“ სინონიმური სახელიც კი აქვს – „მამლის ეფექტი“. იგივე სიტუაციაში, ანუ ერთსა და იმავე მეწყვილესთან, ცხვარს შეუძლია 5 აქტის ჩატარება; ამის შემდეგ სხვა ტყავიც რომ მოასხან იმავე მდედრს, უსვან სუნამოები, გაპარსონ და „გაჩოთქონ“, მორთონ და მოალამაზონ – სულერთია ცხვარი მას აღარ მიეკარება! ბუღასთვის ერთი და იმავე ძროხის გადაფარვის მაქსიმუმია 7 აქტი.
ახლა კი მივედით ყველაზე საინტერესოზე – ადამიანზე!
როდესაც მამაკაცის სექსუალური პოტენციალი მის გარემომცველ სამყაროში ფასდება ამ ინდივიდის მექალთანეობით, ანუ ბომონდში – წარმატებულ პოლიტიკოსებში და ბიზნესმენებში, მსახიობებში, სპორტსმენებში, ხელოვნების მუშაკებში დონ–ჟუანობა მამაკაცური ღირსებების გამოვლენად ითვლება, შემფასებლებმა არ უწყიან, რომ სინამდვილეში ეს ფარული იმპოტენციის ფსიქოლოგიური თავდაცვითი გამოვლინებაა, სწორედ „კულიჯის ფენომენია“ და მეტი არაფერი!
ამავე დროს, მედიცინაში არსებობს მამაკაცის სექსუალური სიძლიერის გამოვლინების რეალური ფორმულა – სინამდვილეში მამაკაცის სექსუალური პოტენციალი განისაზღვრება დროის ხანგრძლივ მონაკვეთში (მაგალითად, მთელი ღამის განმავლობაში) ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ჩატარებული სრული (ანუ, ეაკულაციით დასრულებული) სექსუალური აქტების მაქსიმალური რაოდენობით ერთსა და იმავე პარტნიორთან! 1–3 – არის სუსტი ძალის მამაკაცის მაჩვენებელი, 4–6 – საშუალო ძალის, 7–9 – ძლიერის და 10–12 – ძალიან ძლიერის!
მაგრამ ეს მაჩვენებლები იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცმა ასეთი სექსუალური ტემპით უნდა იცხოვროს – ისინი მიუთითებენ მხოლოდ ძალის განსაზღვრის საშუალებაზე, ისევე, როგორც ინტელექტის ტესტები – გონებრივ უნარზე, ან დინამომეტრი – კუნთურ ძალაზე; სხვა საკითხია ამ ძალის სასარგებლოდ გამოყენების უნარი!
რაკი დავრწმუნდით, რომ მამაკაცის სექსუალური ძალის მახასიათებელიც არსებულა, როგორც არსებობს სიმამაცის, სილამაზის, ჭკუის, გონებაგახსნილობის, მოსაზრებულობის, გერგილიანობის კრიტერიუმები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევე, როგორც თითოეულ ამ ნიჭს, სექსუალურ ძალასაც სწორად წარმართვა ესაჭიროება – გვახსოვდეს, რომ ქალები ყველაზე ძლიერი სექსუალური პოტენციალის მქონე ძლიერ მამაკაცსაც კი ამჯობინებენ სუსტს, ოღონდ ისეთს, რომელსაც ეცოდინება ქალების მონადირების ხერხი რაინდულობით, ზნეკეთილობით, დიდსულოვნებით!
მით უფრო, რომ ჩვეულებრივ ინტიმურ ურთიერთობებში ადამიანები არ მიმართავენ მარათონულ დისტანციებს და, თუ ვერწმუნებით სიყვარულის საკითხებში ყველაზე გამოცდილ, „კამა სუტრას“ შემქმნელ ინდოელ სიყვარულის ქურუმებს, ინტიმურ სარეცელზე ურთიერთობის ნორმაა 1, მაქსიმუმ 2 აქტი მთელი ღამის მანძილზე; კვირის განმავლობაში – 1, 2 ან 3 დღე –ასაკისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, როგორც ვხედავთ, სრულიად გაერთმნიშვნელიანებულია ძლიერი და სუსტი სექსუალური პოტენციის მამაკაცების მარგი ქმედების კოეფიციენტი!
კომენტარი