სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ყოფილი პარტნიორი კრემლს უპირისპირდება

ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო პოლიტოპონენტების ქმედებებში კრემლის კვალს ხედავს. მოსკოვის ყოფილი პარტნიორი ოპოზიციის წინააღმდეგ კვლავ ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდა. როგორც ბელორუსის პრესა იუწყება, ლუკაშენკომ ორი საპრეზიდენტო კანდიდატი – ვლადიმერ ნეკლიაევი და ანდრეი სანიკოვი, რუსეთის მიერ დაფინანსებაში დაადანაშაულა.
დფგკდფგკდ
ეს ბრალდება სახელმწიფოს მეთაურმა, ამჯერად, ფრანგული გაზეთის, "ლე ფიგაროს" საშუალებით გაახმოვანა. ლუკაშენკო კონკურენტებს ფაქტების გამომზეურებით დაემუქრა, თუმცა, მათი დაკონკრეტებისაგან მაინც თავი შეიკავა.
დფგკდფგკდ
ცოტა ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ბელორუსის საზღვართან დააკავეს კურიერი 200 ათასი დოლარით, რომელიც მას რუსეთიდან მოჰქონდა და განკუთვნილი იყო ბელორუსის ოპოზიციისათვის, მაგრამ კონკრეტულად რომელი ძალებისათვის, ეს არ არის ცნობილი.
დფგკდფგკდ
როგორც უცხოური პრესა იუწყება, ოპოზიციური კანდიდატები, თავის მხრივ, ლუკაშენკოს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბოროტად იყენებს თანამდებობას და მათ თანაბარი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
დფგკდფგკდ
საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 2010 წლის 19 დეკემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას, ლუკაშენკოსთან ერთად, კიდევ 10 კანდიდატი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი კანდიდატი, ლუკაშენკოს ყველაზე აქტიური კონკურენტი ვლადიმერ ნეკლიაევი, არის პარტია "ევროპული ბელორუსის" ლიდერი.

მინსკში უკვე დაიწყო ოპოზიციური კანდიდატების და მათი მხარდამჭერების გამოსვლები. 24 ნოემბერს ოქტომბრის მოედანზე 1000-მდე ოპოზიციონერი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია სანქცირებული არ იყო, მონაწილეებიდან არავინ არ დაუკავებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100