სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კუდ-მა თურქეთში მომხდარი „საუკუნის ქურდობა“ გახსნა

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დასრულდა სპეციალური ბრიფინგი, სადაც კუდ-ის უფროსის მოადგილემ, იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის ქალაქ ორდონის საიუველირო ცენტრიდან დიდი რაოდენობით ოქროსა და სხვა ძვირფასი ნაკეთობების გატაცების ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, ვახტანგ ფურცელაძე, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურია. ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქრო და სხვადასხვა ვალუტის ქაღალდის ბანკნოტები.

სამართალდამცველთა ცნობით, თურქეთიდან გატაცებული ოქროს ნაწილი გაყიდულია, ნაწილი კი დამნაშავეებმა გადაადნეს. შსს-მ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილს შეხვდა და მისგან დაახლოებით 400 გრ. წონის ოქროს ნივთები მიიღო, რათა ისინი გადაედნო.

კუდ-ის უფროსის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც დანაშაულის გახსნაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მდებარე საიუველირო ცენტრიდან მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 6 კგ ოქროს ნაკეთობები ოქრო მოიპარეს. სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა მის ქვეშ გათხრილი გვირაბიდან შეაღწიეს, მერე კი ამავე გვირაბით მიიმალნენ. პოლიციამ გვირაბი უკვე აღმოაჩინა და შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ იგი სამმეტრიანია. სავაჭრო ცენტრიდან გატანილი ოქრო 6 კგ-ს იწონის და, აქედან გამომდინარე, თურქულმა პრესამ მომხდარს „საუკუნის ქურდობა“ უწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100