სასამართლომ "ქართული მარშის" წევრები გაათავისუფლა
"ქართული მარშის" ის წევრები, რომლებიც რუსთავი 2-თან განვითრებული მოვლენების დროს დააკავეს, სასამართლომ გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს: "ბიჭები გამოუშვეს!!! ლუკა და გიო თავისუფლები არიან!!! -მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება!!! " - წერს სადღობელაშვილი.
დაკავებულები სასამართლომ 7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავად სადღობელაშვილი "მარშის" სხვა წევრებთან ერთად სასამართლომ 7 ივნისს, დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი პატიმრობაში დატოვა
კომენტარი