სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის კაცი, რომელიც თუშეთში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა - მგზავრების ამოყვანის ოპერაცია, ამ წუთებშიც გრძელდება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე გარდაცვლილი პირი, 65 წლამდე ასაკის, ნუგზარ თათრულაიძეა.

თათრულაიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.

გარდაცვლილი, საკუთარი ტოიოტას ფირმის ავტომანქანით, თუშეთის გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შემდეგაც ხევში გადავარდა.

ავტომანქანაში მყოფი ერთი მგზავრი მალევე ამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ის, გერმანიის მოქალაქეა.

ავტომობილში მყოფი სამი მგზავრის ამოყვანის ოპერაცია, ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100