ზღაპრების თარგმნა ჟესტების ენაზე - კომპანია HUAWEI არსებულ გამოწვევებს სპეციალური აპლიკაციით პასუხობს
რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20 Pro გამოჩნდა.„ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენენ ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება მოჰყვა HUAWEI Mate20 სერიას, რომელიც საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.
კითხვის სწავლა, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე
ბავშვებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირ შემთხვევაში
არ იციან ჟესტების ენა, პატარები კი, ვერ აკავშირებენ ფურცლებზე არსებულ სიტყვებსა
და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. კომპანია HUAWEI -მ არსებული პრობლემის გამარტივება და გამოსწორება ანდროიდში
ჩაშენებული StorySign აპლიკაციით სცადა.
„მიმართეთ თქვენი ტელეფონი საბავშო წიგნსკენ
და აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით,
გადათარგმნის სიტყვებს ჟესტების ენაზე, რომელიც ნაჩვენები იქნება ეკრანზე ავატარის
მიერ“, - ნათქვამია ინსტრუქციაში.
სპეციალურად შექმნილი, ანიმაცია-აპლიკაცია მხოლოდ ბავშვებს
კი არ ეხმარება კითხვის სწავლაში, არამედ მშობლებსაც შეასწავლის ჟესტების ენას, რათა
კომუნიკაცია მათ შორის უფრო გამარტივდეს და უფროსებმა თავადვე უამბონ ზღაპრები ბავშვებს.
აპლიკაცია უფასოა და მის ჩასაწერად აუცილებელი არ არის HUAWEI -ს ტელეფონი
გქონდეთ. ამჟამად აპლიკაციას 10 ენის თარგმნა შეუძლია ჟესტების ენაზე, მათ შორის, ევროპული ენებისაც. თითო ენას ამ ეტაპზე, მხოლოდ
1 წიგნი აქვს ადაპტირებული. სამომავლოდ, დაგეგმილია ზღაპრების დიდი კოლექციის შექმნა.
სასიამოვნო
და რაც მთავარია საჭირო სიახლეები, კომპანია HUAWEI-სგან მხოლოდ ამით არ მთავრდება.
HUAWEI Mate20-სა და HUAWEI Mate20 Pro-ში, კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობის შედეგად,
ჩაშენდა სათარგმნი აპლიკაცია. ის მომხმარებელს
საშუალებას აძლევს, მიიღოს მაღალი ხარისხით ნათარგმნი მასალა და არ სჭირდება ინტერნეტი.
შედეგის ხარისხის განსასაზღვრად, Microsoft-ი იყენებს ინდუსტრიის სტანდარტს - BLEU-ს
- რომლის მიხედვითაც შეფასება ხდება ადამიანის თარგმანისა და პროგრამული თარგმანის
შედარებით.
შიდა ტესტირების დროს, მთლიანი გვერდის თარგმანი არა
მხოლოდ ზუსტი იყო, არამედ 3-ჯერ უფრო სწრაფი,
ვიდრე Microsoft Translator-ის წინა ვერსია.
მაგალითისთვის - HUAWEI Mate20 Pro-ს ინდოეთში გამოსვლით,
ინდოეთის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გადათარგმნონ ჰინდი, ტელუგუ, ტამილი,
ბანგლა და ურდუ. ასევე შესაძლებლობა გექნებათ ინგლისურად უკარნახოთ ტექსტი და მიიღოთ
თარგმანი ინდურ ენაზე.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI
Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი