სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია, თეორიაა ფსიქოლოგიაში, რომელიც აბრაამ მასლოუმ 1942 წელს, თავის ნაშრომში, სახელწოდებით “ადამიანური მოტივაციის თეორია” წარმოადგინა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველი ორ მოთხოვნილებას მასლოუ უწოდებს პირველად მოთხოვნილებებს, ხოლო მესამედან მოთხოვნილებები შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როცა მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული.

მასლოუმ მოთხოვნილებათა 5 კლასი გამოყო:

1. ფიზიოლოგიური

2. უსაფრთხოების

3. სოციალური (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა)

4. დაფასება

5. თვითრეალიზაცია.

მეცნიერი მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა, ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითრეალიზაციისკენ საერთოდ არ მიისწრაფიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100