სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხვრის ხორცი კომშით

მასალა:

ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
კომში - 800 გრამი
ხახვი - 3-4 თავი
ერბო - 2 სუფრის კოვზი
ქინძი - 2-3 ძირი
მიხაკ-დარიჩინი, მარილი - გემოვნებით

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს კარგად მოადგეს; ვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი; ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ერბოში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზევიდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში ტკბილი უნდა იყოს). ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ხორციც დარბილდება, ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. შევანელოთ მარილით, მიხაკდარიჩინით, წვრილად დაჭრილი ქინძით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100