„წასვლამდე წერილი დატოვა“-ISIS-ის ქართველი მებრძოლის დედის ინტერვიუ
ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მოქმედი პირის, ბადრი ირემაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი სექტემბერში თურქეთში წავიდა, წასვლის წინ კი დედას წერილი დაუტოვა. მერი ირემაძე უკანასკნელად საკუთარ შვილს ტელეფონით ოქტომბერში ესაუბრა.
„წერილი დაეტოვებინა ჩემი მულისშვილისთვის და იმან მომცა. ეწერა, რომ "დედა მე გემშვიდობები ეხლაო." თურქეთში სამუშაოდ მივდივარ და ფული მჭირდებაო, მიწა ვერ გაყიდა. 10 დღის მერე დამიკავშირდა, კარგად ვარ, ვმუშაობო. მერე გავიდა რამოდენიმე დღე და გავიგე, რომ სირიაშია წასულიო. თვითონ ღიად ამბობდა, რომ მუსულმანურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროო. არ ვიცი ვისთან ერთად წავიდა, რომ გადიოდა კარებში დამემშვიდობა და მერე ჭიშკართან მისული უკან დაბრუნდა და აღარ მომეწონა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ცოტა მოშიშარია ვერ გარისკავდა. 2 წლის წინ ხასიათი შეიცვალა, რა წრეში მოხვდა არ ვიცი, მაგრამ რწმენა შეიცვალა, ჩვენ მუსულმანები კი გვქვია, მაგრამ ეგ ისეთ რწმენაში შევიდა, რომ თითქოს უნდა დაეხმაროს,“-აცხადებს, მედეა ირემაძე.
როგორც ბადრი ირემაძის დედა აცხადებს, მისი შვილი მეუღლეს გაცილებულია და ჰყავს 2 თვის შვილი.
ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/32465
კომენტარი