სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის წყევლა და მიდის თუ არა ის "ადრესატამდე"?

რა არის წყევლა? წყევლა ეს არის გამიზნული დარტყმა ადამიანზე, გარკვეული ნეგატიური ენერგიების ერთობლიობით, ჩენს ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით წყევლის ფაქტებს, როდესაც ადამიანის ბრაზი პიკს აღწევს, ნუ როგორც იტყვიან "თუ გულიდანაა წყევლა წარმოთქმული" ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და ძნელი სამართავია, წყევლის სიტყვების წარმოთქმა გავს ცუდ წერილს, რომელიც უნდა მივიდეს ადრესატამდე, მაგრამ წერილი როდი მიდის ყოველთვის ადრესატთან.
სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, ამიტომ რეკომენდებულია თავი ანებოთ უბრალო წყევლას მიუხედავათ იმისა, რომ ამას ექნება დიდი მოტივაცია თუ არა.


პრაქტიკაში უფრო ხშირია მომენტები, როცა წყევლა მოქმედებს როგორც ფარული ნაღმი, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად "ჭამს" ადამიანს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასევე არსებობს მომენტები, როდესაც წყევლა თავის დროს ელოდება და ადამიანს ყველა ბედნიერ მომენტში ატყდება თავს, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც გასცემს ამ ცუდ ენერგიას(დარტყმას), დამოკიდებულია კონკრეტულ წყევლის ტექსტზე. მოკლედ ძალიან ბევრ შემთხვევას შეხვდებით და გაიგებთ თუ დაინტერესდებით.

ზემოთ ვახსენე და შევეხები კიდევაც თემას რატომ არ სრულდება ყოველთვის წყევლა? ამის მიზეზი(ხშირ შემთხვევაში) გახლავთ მოტივაციის ნაკლებობა მაგალითად ადამიანი, რომელიც ყველა მცირედ სიბრაზეზე იწყევლება "ჯანდაბა თქვენ"", სიკვდილი და არ გადარჩენა" და ა.შ (ნუ მოკლედ აღარ დავკონკრეტდები მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ), არ სრულდება.


სიკვდილის წინ დანატოვარი წყევლა

ასეთი წყევლა ყოველთვის ძლიერია ვიდრე სხვა, მოდით ცოტა ახლოდან შევხედოთ ამ საკითხს, ეს გავს ვულკანურ ამოფრქვევას სიტყვაზე მოხდა შემდეგი სიტუაცია :

პირველმა პიროვნებამ დიდი ზიანი მიაყენა მეორე პიროვნებას, მოუკლა ნათესავი, საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, სიტუაცია ასე განვითარდა : მეორე პიროვნება მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირას მივიდა, დარჩა დამუთავრებელი საქმე ეძია შური მკვლელზე მაშინ ის მთელი ძალით ნანობს და ცდილობს რამეთი ზიანი მიაყენოს მკვლელს, გამოყოფს ძლიერ ემოციურ ნაკადს, ნეგატიურ ენარგიას და კონკრეტულად მიმართავს პირველ ადამიანზე, ასეთ დროს ადრესატს კარგი დღე არ დაადგება და იმის ნაკლები შანსია, რომ წყევლა "დაიკარგოს". როგორც იტყვიან მომაკვდავის სიტყვა კანონია. ამგვარი წყევლის დროს ვერავინ დაგეხმარებათ ვერც ვერანაირი "მჯღიბავი", ყველაფერს ჯობს საკუთარ ცხოვრებას გაუფრთხილდეთ.

"ჯადოქრის" წყევლა

წარმოიდგინეთ შავი დღისთვის გადანახული ფული, იგივე პრინციპია, როდესაც ჯადოქარი ინახავს თავის წყევლას შავი დღისთვის, უხეშად, რომ ვთქვათ ზრდის მას და აწრთობ ამოქმედების დროს კი "უშვებს" ადრესატთან, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ჯადოქარს შეუძლია კავშირი დაამყაროს ზებუნებრივ ქმნილებასთან რითი დახმარებითაც ის შეძლებს განახორციელოს დარტყმა მტრისკენ.


წარმატებები სულ ეს იყო მგონი რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. არავინ იფიქროს ჯადოქარი გახვდები და ქალაქს მიწაში ჩავიტანო, რადგანაც "მუქთა" არაფერი არ არის და ბუნებაში არაფერი იკარგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100