სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნავთობის მსოფლიო ფასები მკვეთრად დაეცა

Brent–ის მარკის ნავთობის ოფიციალური ფასი 5 მაისის ვაჭრობის შედეგებით ბარელზე 10,39 დოლარით შემცირდა და 110,8 დოლარი შეადგინა.

WTI–ს ღირებულება კი 9,44 დოლარით დაეცა და ბარელზე 99,8 დოლარს მიაღწია.

ნავთობის მკვეთრ გაიაფებას ანალიტიკოსები აშშ–ში არსებულ სუსტ მოთხოვნას უკავშირებენ. ამასთან, ფასების ვარდნის პროვოცირება დოლარის გამყარებამ, შტატებში დაფიქსირებულმა მაღალმა უმუშევრობამ და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესაძლო შესუსტების პროგნოზებმა მოახდინა.
ბოლოს ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა ერთ დღის განმავლობაში 2008 წელს მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100