მარკუს მეტრეველი შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული?
სკანდალური და ექსტრავაგანტული ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი შეყვარებულია. საკუთარ რჩეულზე, ქართულ შოუბიზნესზე, ყოფილ ცოლთან უთანხმოებასა და სამომავლო გეგმებზე მარკუს მეტრეველმა droni.ge-სთან ისაუბრა.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლს შეურიგდი, როგორი ურთიერთობა გაქვთ ამჟამად?
კი შევრიგდით, მხოლოდ სიტყვიერად. მხოლოდ სიტყვიერად იმიტომ , რომ დავურეკე ბავშვის დაბადების დღეს და საერთოდ არ გამცა პასუხი, არ მეკონტაქტება და გამოდის, რომ მხოლოდ სიტყვიერად მომცა პირობა შერიგებისა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ცოლ-ქმრული ურთიერთობა დიდი ხანია არ გვქონია და არც ვაპირებდი, რომ ჰქონოდა, მას ქმარი ჰყავს, უბრალდო შვილების გამო შევთავაზე შერიგება, მაგრამ, როგორც გავიგე ქმარი უშლის ჩემთან ურთიერთობას, ამიტომაც არვიცი რა მოხდება.
-ხო არ აპირებთ სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში შვილების ნახვისა და დალაპარაკების უფლება რომ მოგცეს ყოფილმა ცოლმა?
არც ეგ არის გამორიცხული.თუ დიდხანს გაგრძელდა ასეთი სიტუაცია, მაშინ აუცილებლად შევიტან სარჩელს, რაც შეეხება ცოლთან შერიგებას, ეს თემა მე უკვე აღარ მაინტერესებს რადგან ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც მიყვარს და რომელთან ერთადაც ყოფნას ვაპირებ.
-თუ შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არის მარკუს მეტრეველის რჩეული?
(დიდი ფიქრის შემდეგ მარკუს მეტრეველმა თავისი რჩეულის სახელი ექსკლუზიურად დრონი.ჯის მკითხველთათვის გააჟღერა.)
ჩემი რჩეული არის თურქეთში მოღვაწე ქართველი, სალი გიგანი, არის ერთ-ერთი გრანდიოზული სასტუმროს ივენთ-მენეჯერი. სწორედ მან ჩამიყვანა წინა ჩასვლაზე თურქეთში, მაშინ გავიცანი სალიც და იქიდან მოყოლებული 5 თვე ერთად ვართ. თავს ვგრძნობ ძლიან კარგად და ძალიან ბედნიერი ვარ.
-თქვენს კარიერაში რა ხდება?
ამჯერად ვამთავრებ ალბომზე მუშაობას, მექნება ფოტოსესიები და უკვე შემდეგ გადავიღებ კლიპს ერთ-ერთ სიმღერაზე.
-რაც შეეხება გასტროლებს, ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში ქვეყნის გარეთ კონცერტს?
25 დეკემბერს, ანტალიაში, კვიპროსში და სტამბულში იგეგმება გასტროლები. იმართება გრანდიოზული კონცერტები. ჩემთან ერთად მიწვეულები არიან, ასევე, ია კიწმარიშვილი თავის გოგოებთან ერთად და დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი. და აი ამ ღონისძიებისთვის ვემზადები.
-მარკუს მეტრეველის, როგორც მომღერლის აზრით, ამჟამად უკეთესი ვითარებაა შოუ-ბიზნესისთვის საქართველოში თუ ადრე?
იცი რა, მე ვიმედოვნებ, რომ კარგი პერიოდი იქნება შოუ-ბიზნესისთის, რადგან ბერა თავად შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია, შესაძლოა უფრო მეტი ყურადგება მიექცეს ამ სფეროს, თუმცა თუ ისე წავიდა საქმე, რომ ჩვენი შემოქმედება სცენამდე ვერ მივიტანოთ და მხოლოდ ჩვენთვის „აბაზანაში“ ვიმღეროთ, მაშინ ალბათ საქართველოში ვერცერთი მომღერალი ვეღარ გაჩერდება, თუმცა ეს რათქმაუნდა ასე არ უნდა მოხდეს. ისე მინდა გითხრა, რომ ძველი ხელისუფლების დროს ჩამოვედი მე საქართველოში და არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა.
-საქართველოდან წასვლა რახან ვახსენეთ, ხომ არ აპირებ საბერძნეთში დაბრუნებას?
არ ვაპირებ და არც სურვილი გამაჩნია იმისა, რომ საქართველოდან წავიდე, მე ვარ ქართველი და როგორც ყველა ქართველის სურვილია, რომ იყოს წარმატებული და შემდგარი თავის ქვეყანაში, მეც მათ რიგებში ვდგავარ და მიმაჩნია, რომ ქართველი თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი.
-ქართულ შოუბიზნესზე იყო საუბარი , დღეს უამრავი ტელე-შოუ გადის სადაც ახალგაზრდა მომღერლები იღებენ მონაწილეობას, როგორ მოგწონს ახალგაზრდა თაობა და თუ გყავს ის ერთი რომელსაც გულშემატკივრობ?
კი რათქმაუნდა ვუყურებ ყველა შოუს, განსაკუთრებით ახალ ხმას, რადგან მასში თითქმის ნახევარი ჩემი მეგობრები იღებენ მონაწილეობას, ძალიან მომწოსნ ყველა და მიმაჩნია, რომ ნიჭიერები არიან. ჩემი კუმირიც მყავს, ვგულშემატკივრობ ნინი ცნობილაძეს ახალ ხმაშ და მინდა რომ გაიმარჯვოს. და საერთოდ მინდა ყველა მონაწილეს ვუსურვო წარმატებები.
კომენტარი