სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანიამ მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრა (ფოტო)

დავით ნარმანიამ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მათგან ტრანსპორტისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, რჩევები მოისმინა. როგორც მერობის კანდიდატმა მგზავრებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მმართველობის დროს ჩატარდება კვლევა, რომლის შედეგადაც მუნიციპალური ტრასპორტის მარშრუტი უკეთ განაწილდება. მისივე თქმით, სტუდენტებისთვის უფრო მეტი შეღავათები ამოქმედდება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის მგზავრობა უფასო გახდება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება. დავით ნარმანია მოსახლეობას ჰპირდება, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული როგორც მგზავრების გადაადგილების, ისე მძღოლების შრომის უფლებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100