პერუს ციხეში მომხდარ ბუნტს 9 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა
პერუს ციხეში მომხდარ ბუნტსა და არეულობას 9 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა ორშაბათს დაიწყო.
მსჯავრდებულებმა ციხის დაცვის თანამშრომლებს ქვები და სხვა ნივთები ესროლეს. რამდენიმე მათგანმა გაქცევაც სცადა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში პატიმრები სანიტარული ზომებისა გაუმჯობესებასა და შეწყალებას მოითხოვენ.
ქვეყნის ციხეებში COVID-19-ის 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის შედეგად 13 მსჯავრდებულია გარდაცვლილი.
კომენტარი