უსიმპათიურესი მილიონერი მამაკაცი ეძებს ასისტენტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მასთან ერთად იმოგზაურებს, ანაზღაურების სახით კი 10 ათასზე მეტს ჰპირდება
Daily Mail-ის ინფორმაციით, 26 წლის ავსტრიელი მილიონერი მეთიუ ლეპრე, რომლის ცხოვრებაც ერთი შეხედვით ზღაპარს ჰგავს, ასისტენტს ეძებს. მოვალეობები - მთელი წლის განმავლობაში მასთან ერთად მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც შეეხება ანაზღაურებას, ის წელიწადში 125067 ევრო იქნება იქნება.
ასისტენტი მეთიუსთან ერთად უნდა დაესწროს სხვადასხვა საქმიან თუ გასართობ შეხვედრებს, დაეხმაროს ელექტრონული ბიზნესის წარმოებაში, თვეში კი 10 ათას ევროზე მეტი იქნება ხელფასი.
„სამსახურის დროს მოგზაურობამ მომცა იმის საშუალება, რომ იდეალურად მეცხოვრა და მსურს სხვასაც მივცე ამის შესაძლებლობა. მე ვეძებ მას, ვინც მონაწილეობას მიიღებს თავგადასავლებში, თუმცა ამავე დროს მზად იქნება ბევრი მუშაობისთვის“, - აღნიშნავს მეთიუ.
მილიონერის თქმით, პოტენციურ კანდიდატებს სამსახურის სპეციფიკისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის გასაგებად შეუძლიათ ეწვიონ მის იუთუბ არხს, სადაც ის თავისი ცხოვრების შესახებ დეტალურად ყვება.
კომენტარი