სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ნაწილობრივი გრანტის მქონე სტუდენტებს, საქართველოს ბანკი შეღავათიანი სტუდენტური სესხით დააფინანსებს

თბილისი, 4 ივლისი, 2016 - საქართველოს ბანკსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე კონკურსის შედეგად ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის შეღავათიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელი ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსება. სესხის თანხა: 1000 აშშ დოლარიდან ზემოთ, სესხის ვალუტა: USD; EUR; GBP; სესხის ვადა - მაქსიმუმ 72 თვე, აქედან საშეღავათო პერიოდია სწავლის პერიოდს დამატებული 3 თვე, მაქსიმუმ 27 თვე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურის მანძილზე ჯამში 300-მდე აპლიკანტი დაფიქსირდა.

2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია,მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. მესამე ეტაპი - გასაუბრება. სწორედ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან შედგება აღნიშნული შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრის წარმომადგენლები ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს. შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2016 წლებში 200-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე

დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100