სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვი, რომელსაც ენა დღითი დღე ეზრდება და ექიმები ვერაფერს შველიან

ფილიპინელ ახალშობილს ჯერ კიდე დაბადებისთანავე შეატყვეს მშობლებმა, რომ პატარას ენა ზედმეტად დიდი ჰქონდა. 22 წლის მერი და 28 წლის ჰერი კრუზებმა მაშინვე მიმართეს ექიმებს ამის თაობაზე და ბავშვს ლიმფანგიომა (ლიმფური ძარღვებიდან წარმოქმნილი რბილი სიმსივნე) აღმოაჩნდა, თუმცა მათ დაარწმუნეს, რომ გოგონას სიცოცხლეს ამით საფრთხე არ ექმნებოდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ახალშობილს ჩაუტარდა საჭირო პროცედურები - ხელოვნური კვება და ქიმიოთერაპია, თუმცა ორი წლის ასაკში სიმსივნემ ისევ დაიწყო ზრდა და ენა გოგონას პირში ფიზიკურად აღარ ეტეოდა.

დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასეთ ოპერაციებს წარმატებით აკეთებენ, თუმცა ფილიპინების ექიმებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა იმისთვის, რომ ლიმფანგიომა მოაშორონ პაციენტს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო კი არ იძლევა დაფინანსებას, რათა გოგონა გადაიყვანონ სხვა ქვეყნის კლინიკაში ოპერაციისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ პატარას ყოველდღიურად ძალიან ძვირიანი წამლები საჭიროება, მშობლებს საკუთარი სახსრები არ ჰყოფნით ყველაფრის დასაფარად - წერს გამოცემა Daily Mail.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100